დონორი ევროკავშირი, განმახორციელებელი პარტნიორი AFD

  • დონორი ევროკავშირი

    ევროკავშირი (EU) მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში თავისი NIF პროგრამის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის მეშვეობით. NIF გამიზნულია ევროკავშირის საგრანტო მხარდაჭერისთვის საკრედიტო ოპერაციებისთვის, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ევროპის მრავალმხრივი განვითარების-საფინანსო ინსტიტუტები და ასევე წევრი სახელმწიფოების ორმხრივი განვითარების ფინანსური ინსტიტუტები. NIF ამტკიცებს გრანტებს ინვესტიციების თანადაფინანსებისთვის, სესხის გარანტიის ღირებულების დაფინანსებისთვის, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიებისთვის, სარისკო კაპიტალის ოპერაციებისთვის და ტექნიკური დახმარების პაკეტებისთვის. მიზანი არის ევროკავშირის გრანტების ასოცირება ევროპის საფინანსო ინსტიტუტების კონსორციუმების სესხებით, დიდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ENI რეგიონში.

Media
  • განმახორციელებელი პარტნიორი AFD

    საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) არის ინკლუზიური საჯარო ფინანსური ინსტიტუტი და საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის მთავარი ნაწილი. AFD მუშაობს მრავალ სექტორში - სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანმრთელობა, ბიომრავალფეროვნება, წყალი, ციფრული ტექნოლოგია - და მისი მოქმედებები სრულად შეესაბამება “მდგრადი განვითარების მიზნებს“(SDG). 2018 წელს საფრანგეთის განვითარების საააგენტომ მთელს მსოფლიოში განვითარების პროექტების დასაფინანსებლად $ 11, 4 მილიარდი გამოყო.
    AFD- ის ვალდებულება საქართველოში პირველად 2016 წელს განხორციელდა. მას შემდეგ AFD- მ და საქართველოს მთავრობამ დაამყარეს ძლიერი პარტნიოლური ურთიერთობა, 250 მილიონი ევროს აქტიური პორტფელით.

Media