კონსულტაცია და ფინანსები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს

FinExCoop საქართველო

საინფორმაციო ბიულეტენი– აპრილი 2020 – გამოცემა 1
 
 
ძვირფასო მკითხველო,

კოვიდ 19 ის პანდემია, ყველაზე საშინელი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ვირუსის ასეთი გლობალური გავრცელება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ასეთ მოკლე დროში. საქართველოს მთავრობამ იმოქმედა სწრაფად და გადამწყვეტად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა მას ჯერჯერობით დაინფიცირების მცირე მაჩვენებელი აქვს. უცხოელი დამკვირვებლების მიერ, საქართველო ხაზგასმულია, როგორც სამაგალითო ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამასთან, საქართველოს რომელიც მეტწილად მონაწილეობს საგარეო ვაჭრობასა და ტურიზმში, მოუწევს განიცადოს გლობალური პანდემიის, ეკონომიკური შედეგები.

საქართველოს მთავრობა დაკავებულია ანტი-კრიზისული გეგმის შემუშავებით, რომლისთვისაც მათ ძლიერი მხარდაჭერა მიიღეს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, კერძოდ კი ევროკავშირისგან. გადაუდებელი ღონისძიებების მიღმა, მთავრობა კრიზისს იყენებს როგორც შესაძლებლობას, რომ ეკონომკა გახადოს უფრო მდგრადი, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა (რუსეთი, ბელარუსია, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი) ახლახანს გადაწყვიტა შეაჩეროს სურსათის ექსპორტი. 2018 წელს საქართველოს ხორბლის თვითკმარობის კოეფიცინტი შეადგენდა 22%, ხოლო 2019 წელს, მარცვლეულის იმპორტის 82% შემოვიდა რუსეთიდან 10% კი ყაზახეთიდან.

ათწლეულების სტაგნაციის შემდგომ, დროა დაიწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სწრაფი, მდგრადი განვითარება და ქვეყნის დიდი პროდუქტიული პოტენციალის მობილიზება. FinExCoop საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად არის, ხელი შეეწყოს კეთილგანწყობილ და კარგად ორგანიზებულ ოჯახური მეურნეობის განვითარების მოდელს, როგორიც არის ევროკავშირში და ამერიკაში.

მოცემულ გარემოებაში, კოვიდ 19, არის ინტენსიური მობილიზაციის პერიოდი FinExCoop-ის გუნდისთვის. FinExCoop-მა შეძლო ადაპტირება ჩაკეტვასთან და ასრულებს ვალდებულებებს მისი პარტნიორი ფერმერების მიმართ. აპრილში, წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორების მხარდაჭერით, შეიქმნება კარტოფილის, საკვები ჭარხლის, ბარდის და სიმინდის ახალი დემო ნაკვეთები. ასევე, FinExCoop-ი აექსპერიმენტებს, ტექნიკური მხარდაჭერის დისტანციურ მეთოდებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით. დაკავებულები ვართ კონცეპტუალური ინსტრუმენტების მომზადებით, რაც საჭირო იქნება სასოფლო სამეურნეო ფინანსებთან წვდომის, ხარისხის გაფართოების სერვისების და მდგრადი და ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივების მხარდასაჭერად.

კრისტოფ კორდონიერ
ჯგუფის ხელმძღვანელი
"FinExCoop"
 
 
ჩვენს შესახებ

6-თვიანი მიზანშეწონილობის შესაწვლის დასრულების შემდეგ, 2019 წელს, დაიწყო ფინანსების, გაფართოების და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის (FinExCoop საქართველო) განხორციელების მეორე ეტაპი. 4-წლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ის მიერ, რომლის ჯამური ბიუჯეტია 4 მილიონი ევრო და მას მართავს და განახორციელებს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD). პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას, მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისთვის და კოოპერატივებისთვის საქართველოში. ჩვენი მიზანია, ვუზრუნვველყოთ ქართველი ფერმერების და კოოპერატივების დარგობრივი შესაძლებლობების ამაღლება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის მათ სანდოობას და ფინანსურ მდგრადობას.

უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ტექნიკურ დახმარებას ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთაც სურთ მცირე ფინანსური მეურნეობის და კოოპერატივების დაფინანსების გაზრდა, ინოვაციური აგროფინანსების მიწოდებით და პროდუქტებით. და ბოლოს, პროექტს წვლილი შეაქვს პოლიტიკის დიალოგში სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით კი, ქვეყნის სოფლის მეურნეობის დაფინანსების სფეროში.

ეს პროექტი, გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებას და მცირე მასშტაბის კომერციული ფერმერების ბაზარზე შესვლას. პირველი კომპონენტი დაფინანსებულია Proparco-ს მიერ, AFD-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ეძღვნებოდა კერძო სექტორს, აგროკრედიტის ხაზების მეშვეობით, რომელიც ვრცელდება ორ მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე.
 
 
ჩვენი დონორები

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებიას საქართველოში ENPARD ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD ის ვებ გვერდს www.enpard.ge.

Agence Francaise de Développement (AFD) ინკლუზიური სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია და ის მთავარ როლს ასრულებს საფრანგეთის პოლიტიკის განვითარებაში. AFD მუშაობს სხვადასხვა სექტორში- სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანმრთელობა, ბიომრავალფეროვნება, წყალი და ციფრული ტექნოლოგიები. მისი მოქმედებები სრულიად შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს. 2018 წელს, AFD-იმ გამოყო 11.4 მილიარდი ევრო, პროექტების განსახორციელებლად მთელს მსოფლიოში.

AFD-ის პირველი ვალდებულება საქართველოში, განხორციელდა 2016 წელს, მას შემდეგ, AFD ის და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბდა აქტიური თანამშრომლობა, , 250 მილიონი ევროს პორტფოლიოთი.

FinExCoop-ს განახორციელებს ფრანკფურტის ფინანსთა და მენეჯმენტის სკოლა, Mercy Corps-ის, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ის, და ლუარეს სოფლის მეურნეობის პალატ- ის პარტნიორობით.
 
 
FinExCoop საქართველო გახსნის კონფერენცია

3 ოქტომბერი, 2019- EU/ENPARD და FinExCoop -ის ახლად დაწყებული ერთობლივი პროექტი FinExCoop საქართველოს გახსნის კონფერენცია, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 130 ადამიანი. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჯორჯ დეუმ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, გაელ ასაიაგიმ.
კონფერენციამ თავი მოუყარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და გააცნო მათ პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელმა პარტნიორებმა, საერთაშორისო დონორებმა და ფინანსურმა ინსტიტუციებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წამყვანმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ასოციაციებმა. ღონისძიებას აშუქებდა ქვეყნის თითქმის ყველა მთავარი არხი. კონფერენცია მოიცავდა მრგვალ მაგიდას, პროექტის დაინტერესებული მხარეთათვის, როგორებიცაა, ფინანსური ინსტიტუტები, რძის მწარმოებლები, საცალო ვაჭრობა, პარტნიორი არასამთავრობოები და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი.
ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, გაკეთდა განცხადებები არსებულ სიტუაციაზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება FinExCoop საქართველოს ჩართულობით ამ სიტუაციის გამოსწორება, ასევე მათი თანამშრომლობის შესახებ პროექტთან და უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში. მრგვალი მაგიდა ასევე მოიცავდა, კითხვა პასუხის რეჟიმს, სადაც კითხვებს სვამდნენ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სააგენტოს (ARDA) წარმომადგენლები და სხვა მონაწილეები.
 
 
საპილოტე საკონსულტაციო ქსელის სქემა, ქართველი ფერმერებისთვის შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვში

FinExCoop საქართველოს ფარგლებში, საპილოტე პროექტები ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორიდან, რომელიც მოიცავს შემდეგს, მეცხოველეობა-მერძევეობა, ხილი (თანამედროვე, ინტენსიური ბაღები), კარტოფილის მოყვანა და თხის მეურნეობა.

მეცხოველეობა-მერძევეობა

FinExCoop ის გუნდმა, მის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად უკვე გამოავლინა 5 პერსპექტიული საპილოტე პროექტი მეცხოველეობა-მერძევეობის სექტორში, რომელთა სტიმულირებაც შესაძლებელია ღირებულებათა ჯაჭვის, საკონსულტაციო და მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენ ჩავატარეთ შერეული საფარველის კულტურების (მესლინი) და ტრიტიკიალის ექსპერიმენტული თესლების ტესტირება, ცხოველების საკვების რაციონის გასაუმჯობესებლად, რძის მოსავლიანობის და კონსერვაციის გასაზრდელად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოში.

ვემზადებით ტრენინგების ჩასატარებლად ხელოვნურ განაყოფიერებაზე. FinExCoop საქართველო, დანერგავს საერთაშორისო ცოდნას და საუკეთესო პრაქტიკას, პირველ რიგში ჩატარდება საკლასო სტილის შემდეგ კი პრაქტიკულ დარგობრივი ტრენინგები. სწავლება გააუმჯობესებს ინსემინატორების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, შესაბამისად გაიზრდება განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი, რაც შესაბამისად გააუმჯობესებს მეცხოველეობას. ხელოვნურ განაყოფიერებას შეუძლია გააუმჯობესოს ადგილობრივი გენეტიკა და ასევე შეზღუდოს ბრუცელოზის გადაცემა. FinExCoop საქართველო, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს ტრენინგებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

FinExCoop-ის ფარგლებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან, საპილოტე პროექტის დასახმარებლად ჩვენ პარტნიორები უზრუნველყოფენ ყველაზე მაღალი ხარისხის სუბსიდირებას, რომელსაც შემდგომ FinExCoop-ი გამოიყენებს საპილოტედ.

პროექტი ასევე მოიცავს, ქართველი ფერმერების ტრენინგებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კვების რაციონი, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო მაგალითებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ჩვენმა მიზანშეწონილობის სწავლებამ აჩვენა, რომ საქართველოში ცხოველებისთვის არასახარბიელო საკვების მიცემას, მივყავართ რძის დაბალ მოსავლიანობასთან.

საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაღალი ღირებულების ყველის წარმოება. ამ მიზნის მისაღწევად, ექსპერტები ჩაუტარებენ სამუშაო ტრენინგებს, ფერმერებს და კოოპერატივებს თუ როგორ უნდა დამზადდეს მაღალპროდუქტიული ყველი.

ტრენინგებს ხელს შეუწყობს, კარგად შემუშავებული და განსაზღვრული მარკეტინგული სტრატეგია, ყველის ახალი სახეების გეოგრაფიულ იდენტურობასთან შერწყმის და შიდა და საერთაშორისო ბაზარზე გაცნობისთვის.


საჭიროებების შეფასება საკონსერვაციო სოფლის მეურნეობისათვის

16-20 დეკემბერს, ჩვენმა საერთაშორისო სპეციალისტებმა ჩაატარეს, რძის მეურნეობის მენეჯმენტის საჭიროებების შეფასების ტრენინგი საქართველოში. ჩვენ ვეწვიეთ ფერმებს და გავაზიარეთ გამოცდილება, საკონსერვაციო მეურნეობის გამოყენების, რომელიც ხელს უშლის სახნავი მიწების დანაკარგს, დეგრადირებული მიწების რეგენერაციის დროს. ფერმერებთან ვიზიტისას ჩვენ მათ წარვუდგინეთ მთავარი პრინციპები იმის შესახებ, რომ საკონსერვაციო მეურნეობა ნიშნავს, ნიადაგის მინიმალურ დამუშავებას, ნიადაგის მუდმივ დაფარვას მოსავლის ნარჩენებით და მულჩით და მოსავლის როტაციას. უფრო მეტიც, ჩვენ ვანახეთ, საკვების წარმოების, საკვების რაციონის, პირუტყვის პროდუქტიულობის, რძის წარმოების მომგებიანობის, რძის შენახვის და დამუშავების საჭიროებები.

20 დეკემბერს არხილოსკალო, FinExCoop-ის საპილოტე პროგრამის ერთ-ერთი ფერმერის თხოვნით ჩვენმა გუნდმა ჩაატარა სწავლება და კონსულტაცია, მოსავლის როტაციაზე, სპეციფიკური ნაკვეთების შეჯვარებაზე, კლიმატური პრობების და წარმოების გათვალისწინებით. FinExCoop-ის ექსპერტები დაესწრნენ სწავლებით სამუშაოს, რადგან გაეგოთ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შესახებ. ეს ასევე დაეხმარა ფერმერს, გამოევლინა ოპტიმალური მოსავალი შეჯვარებისთვის და მომზადებულიყო მომავალი სამეურნეო სეზონისთვის. ჩვენ გავუზიარეთ პრაქტიკა დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ: ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა რომ, ე.წ. „No-till” მეურნეობა შესაძლებელია უფრო მომგებიანი იყოს, რადგან ის ამცირებს შრომის, საწვავის, სარწყავის ხარჯებს. „ No-till“ შეუძლია გაზარდოს მოსავლიანობა, წყლის მაღალი ინფილტრაციის, შენახვის მოცულობის და ნაკლები ეროზიის გამო. ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებლის გარდა “Zero till” ის უმთავრესი აგრონომიული სარგებელია, ნიადაგში ორგანული ნივთიერებების გაზრდა, ნიადაგში წყლის შენარჩუნების მაჩვენებლის გაზრდა და ნიადაგის სტრუქტურის და დასაფესვიანებელი ზონების გაუმჯობესება. მოსავლის ნარჩენების მუდმივი დამატება, იწვევს ნიადაგის ორგანულობის შემცველობის გაზრდას. დასაწყისში ეს შემოიფარგლება, ნიადაგის მხოლოდ ზედა ფენით, მაგრამ დროთა განმავლობაში ის აღწევს ნიადაგის უფრო ღრმა ფენებშიც. ორგანული ნივთიერებები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგში: სასუქის გამოყენების ეფექტურობა, წყლის შეკავების უნარი, ნიადაგის აგრეგაცია, გარემოს დაბინძურება და საკვები ნივთიერებების შენარჩუნება, ეს ყოველივე დამოკიდებულია ორგანულ ნივთიერებებზე.

„no-till“ მეურნეობის პრობლემა, შეიძლება იყოს ის, რომ გაზაფხულზე ნიადაგი უფრო ნელა თბება და შრება, რამაც შეიძლება შეაჩეროს დარგვა. ამგვარად, მოსავალი შეიძლება გვიან მოვიდეს ვიდრე ეს ჩვეულებრივ ველზე ხდება. შედარებით ნელი თბობა იმის გამო ხდება, რომ მოსავლის ნარჩენები უფრო ღია ფერის არის, ვიდრე ნიადაგი რომელიც ექვემდებარება ჩვეულებრივ დამუშავებას, რომელიც შემდეგ შთანთქავს მზის ნაკლებ ენერგიას. ამის განკარგვა შესაძლებელია, ნიჩბის გამოყენებით ნიადაგზე.

რადგან ეს ტექნოლოგია, არის ახალი ქართველი ფერმერებისთვის, FinExCoop ის გუნდი მათ გაუზიარებს საუკეთესო გამოცდილებას, ტექნიკის, აღჭურვილობის, პესტიციდების, მოსავლის როტაციის, განაყოფიერების და ირიგაციასთან კომბინაციაში, რომელიც ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებთან.

ხილის და ბოსტნეულის ღირებულებათა ჯაჭვი

ქართლის რეგიონში თანამედროვე ბაღების შეფასება

ხილის ღირებულებათა ჯაჭვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რეგიონალურ მთავრობასთან თანამშრომლობით FinExCoop საქართველომ, საერთაშორისო ხილის ექაპერტებს გაუწია მობილიზება, რადგან მათ ახლოდან შეაფასონ არსებული სიტუაცია თანამედროვე ბაღებში. 10 დან 14 დეკემბრამდე, განხორციელდა ვიზიტები უკვე 8 დაარსებულ თანამედროვე ბაღში და 2 სანერგეში. მიზანს წარმოადგენდა SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობა, საფრთხეები) ანალიზის ჩატარება შიდა ქართლის ხილის სექტორში, რადგან გამოვლენილიყო ხილის მწარმოებელთა სასწავლო საჭიროებები და შეგროვებულიყო ეკონომიკური მონაცემები, მომავალში ბიზნეს გეგმის შესწავლის და მისი მომზადების მიზნით.

გარე შეფასების თანახმად, საქართველოში კარგი აგრონომიული პირობებია, ხარისხობრივი და რაოდენობრივ ვაშლის და მსხლის წარმოებისთვის. რეგიონში, გაზაფხულზე წვიმების გამო ვაშლი მიდრეკილი ხდება სკაბის დაავადებისკენ (venturia anaequalis), სწორედ ამიტომ ორგანული მეურნეობა რეკომენდირებულია, მხოლოდ ვაშლის სკაბზე ტოლერანტული ჯიშებით.

მუდმივი წარმოების და რეგულარული ბაზრის უზრუნველსაყოფად, უნდა დაინერგოს ყინვის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, გაზაფხულში მოყინვის რისკი კარგად უნდა იყოს გაანალიზებული, რადგან მოხდეს ადეკვატური ინვესტიცია ყინვების გასაკონტროლებლად.

სანერგეებისთვის: არსებობს კარგი ოსტატობა მცენარეების გამრავლების(განლაგება, დამყნობა), მაგრამ არ არსებობს მცენარეების ხარისხის გარე კონტროლი. არსებობს გენეტიკური ნაკლებობა, განსაკუთრებით ვაშლის სკაბის საწინააღმდეგო ჯიშების (ერვინია ამილოვორა) და ტოლერანტული მსხლის. ევროპულ სანერგეებთან თანამშრომლობა, შემოიფარგლება მოკლევადიანი კომერციული ინტერესებით.

ბაღების მეპატრონეებთან ვიზიტების და მათთან დისკუსიების საფუძველზე, ჩვენმა გუნდმა შეადგინა დასკვნების და რეკომენდაციების ჩამონათვალი. 2020 წელს, ჩვენ ვგეგმავთ შემდეგი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების განხორციელებას:
  • ზამთარი: გასხვლის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მენეჯმენტი
  • გაზაფხული: მოსავლის დაცვა(სკაბის კონტროლი), ირიგაცია და განაყოფიერება; ხის შეთხელება
  • ზაფხული: მოსავლის დატვირთვის კონტროლი, ენერგიის კონტროლი, ირიგაციის მენეჯმენტი
  • შემოდგომა: კრეფის ორგანიზება და ხარისხსი მენეჯმენტი
საქართველოში ხილის სექტორი, კონკურენციას უწევს გლობალურ ბაზარს და მან დაუყოვნებლივ უნდა გაზარდოს ხარისხის და პროდუქტიულობის სტანდარტი, საკუთარი ბაზრის უზრუნველსაყოფად და საზღვრებს გარეთ საბაზრო წილის მოსაპოვებლად. იმისათვის რომ იყოს კონკურენტუნარიანი, ვაშლის და მსხლის წარმოება უნდა მოხდეს საუკეთესო აგრონომიულ ადგილებზე, მინიმუმ 60ტონა ჰექტარზე. შემუშავდება ხარისხის ნიმუში „შიდა ქართლის ველი“, რადგან კარგად მოხდეს იდენტიფიცირება ამ განსაკუთრებული ისტორიული ტერიტორიის, ორგანული მეურნეობის წარმოების და სერტიფიცირებისთვის.

FinExCoop საქართველო, ხელს შეუწყობს ფერმერებს ინდივიდუალური ხილის მეურნეობიდან გადავიდნენ კლასტერულ წარმოებაზე, რადგან უკეთ შეაფასონ თავიანთი ხილის წარმოება. ამიტომ, დაგეგმილია პოპულარიზაცია კოლექტიური ორგანიზაციული შენახვის (ატმოსფეროს კონტროლირებადი საცავი), შეფუთვის (გლობალური GAP შესაღწევად) ან კონსოლიდაციის ცენტრები ექსპორტისთვის. ტრენინგები, ასევე მიზნად ისახავს ამ რეგიონში ადაპტირებული, ახალი ან ექსკლუზიური სახეობების დანერგვას ევროპულ სანერგეებთან თანამშრომლობით.

კარტოფილის წარმოება

2019 ის ბოლოს, FinExCoop ის გუნდმა შეიმუშავა საპილოტე გაფართოების პროგრამა კარტოფილის მზარდ განვითარებაზე. იმის გამო, რომ კარტოფილს საქართველოში დიდი ბაზარი უკავია და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, ადგილობრივი ფერმერები და კოოპერატივები საჭიროებენ მხარდაჭერას, რადგან ეფექტურად გაზარდონ მათი პროდუქცია. ჩვენ მოვინახულეთ ფერმერები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, წალკა, ახალციხე და ახალქალაქი, რათა შევხვედროდით პატარა და საშუალო ზომის ფერმერებს და კოოპერატივებს, რომლებიც გვირჩია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სააგენტომ (ARDA).

ვიზიტები დაგვეხმარა იმაში, რომ უკეთესად განგვესაზღვრა ფერმერების მუშაობის წესები, მათი პოტენციური სარგებელი და მისი გამოყენება.

იმის გამო, რომ ფერმერებს არ აქვთ საშუალება ჩაატარონ ექსპერიმენტული სამუშაოები, პროექტი საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და კარტოფილის წარმოების ახალ გზებს. პროექტის საწყის ეტაპზე, საფრანგეთიდან შემოტანილ იქნა ა კლასის თესლი სადემონსტრაციო ნაკვეთის შესაქმნელად. ჩვენ დავთესავთ თესლს ადგილობრივ საკონსულტაციო ცენტრებთან და ფერმერებთან თანამშრომლობით, რადგან მათ შეძლონ მთლიან პროცესში ჩართვა, დათესვიდან მოსავლის აღებამდე.

როგორც ექსპერიმენტის მთავარი ფაქტორი, საპილოტე პროექტი ასევე გააცნობს მოსავლის როტაციის ახალ მეთოდებს, რომელიც აქამდე არ იყო გამოყენებული. კარტოფილის მოსავლიანობის გაუმჯობესების გარდა, ეს ხელს შეუწყობს ნიადაგის ეროზიის შემცირებას და ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას. უფრო მეტიც, ფერმერები შეძლებენ აწარმოონ და გაყიდონ მრავალწლიანი კულტურები.

FinExCoop-ის გუნდი დაეხმარება საპილოტეებს, ყველა ტექნიკურ ნაბიჯში, ასევე კონსულტაციას გაუწევს ფერმერებს ყველა საჭირო საკითხთან დაკავშირებით. პროექტი სადემონსტრაციო ნაკვეთებზე შეკრიბავს ფერმერებს რეგიონის მასშტაბით, რათა უზრუნველყოს საუკეთესო პრაქტიკების რეპლიკაცია და გავრცელება ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაეცნონ მნიშვნელოვან ცვლილებებს კარტოფილის მოყვანის სექტორში, და შეხვდნენ ბაზრის მოთხოვნებს როგორც ახლა, ასევე მომავალშიც.

FinExCoop საქართველოს 8 საპილოტე პროექტი აქვს კარტოფილის მოყვანის სექტორში. საპილოტე პროექტი გავლენას მოახდენს ფერმერებზე, რეგიონების მასშტაბით, რადგან ის შექმნის ექსპერიმენტულ ბაზას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ფერმერისთვის ვინც ეწვევა შედეგის სანახავად. ისინი ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში ჩვენ ექსპერტებთან ერთად. საკონსულტაციო ცენტრები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგებში და ყველა ექსპერიმენტული სამუშაო ჩატარებული იქნება მათთან ერთად, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ მოახდინონ საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება და დემონსტრირება ყველა რეგიონში.

თხის ფერმის მენეჯმენტი

საქართველო ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, მთიანი სოფლებით და განსხვავებული კლიმატით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თხის ფერმების მოშენება სწრაფად იზრდება ქვეყანაში. საქართველოს განვითარებადმა ეკონომიკამ და ტურიზმის გაზრდამ, გამოიწვია თხის ყველის მოთხოვნის აწევა საზოგადოებაში.

FinExCoop-ის გუნდი ეწვია სხვადასხვა თხის ყველის მკეთებლებს, თხის ყველის ქარხანას და ფერმებს, რადგან გაეკეთებინა ბაზრის კვლევა თხის ფერმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ფერმერებთან, მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევებთან დაკავშირებით; როგორიცაა მარკეტინგი, ზამთარში ცხოველის საკვები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სერთფიკატის აღება და სხვა.

ჩვენ დავეხმარებით ფერმერებს თხის ჯიშის არჩევასა და საკვების მიწოდების განსაზღვრაში, რადგან ავწიოთ რძის მიწოდება. ასევე, ჩატარდება ტრენინგები ყველის ამოყვანაში საუკეთესო ტექნოლოგიებით, რომ ფერმერებს გაუმარტივდეთ მარკეტინგული საქმიანობა და ყველის სწორად შეფუთვა.

ტრენინგების და საექსპერიმენტო დემონსტრაციების გარდა, ჩვენ ასევე შევქმნით ადგილობრივი ფერმერებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებს, რადგან ერთად შევქმნათ საუკეთესო მარკეტინგული მიდგომა. ჩვენ ასევე ვეცდებით გავაუმჯობესოთ პროდუქტის შეფუთვა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
 
 
FinExCoop ცნობიერების ამაღლების აქტივობები- ტრენინგები და სამუშაო შეხვედრების სერიები

ფერმერებთან და საკონსულტანციო სამსახურთან ჩატარებული ტრენინგები თემაზე თუ როგორ ვმართოთ თანამედროვე ბაღები

2020 წლის თებერვალში, ჩვენ ჩავატარეთ პირველი ტრეინინგი თანამედროვე ბაღების მენეჯმენტზე. ტრეინინგის მასალები იყო მომზადებული ფრანგულად და ქართულად, ქართული ვერსიები დაურიგდათ მონაწილეებს როგორც ფიზიკურად ასევე ელექტრონულად. ტრეინინგები ჩატარდა გორში და ქარელში, ტრენინგს ესწრებოდნენ ფერმერები, როგორც გორიდან და ქარელიდან ასევე კასპიდან და ხაშურიდან. შეხვედრამ, თავი მოუყარა დაახლოებით 40 ადამიანს, მათ შორის იყვნენ საინფორმაციო და საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლები, ფერმერები და ბაღებისთვის საჭირო პროდუქციის შემომტანი კომპანიები. ტრენინგები ორგანიზებული იყო, ადგილობრივი მთავრობის დიდი დახმარებით.

თანამედროვე ბაღების მენეჯმენტის ტრენინგი

ჩვენი ტრენინგი შედგებოდა, როგორც საკლასო ტიპის პრეზენტაციით, ასევე ბაღში გასვლით. დღის პირველი ნახევარი დაეთმო პრეზენტაციას მცენარის დაცვაზე და გასხვლაზე. შემდეგ, ფერმერებმა მიიღეს პრაქტიკული სწავლება, თუ როგორ სხლავენ ხეებს ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი, სადაც ეს პრაქტიკა დანერგილია ბოლო 60 წელია და მას წარმატებული შედეგი აქვს. ტრენინგის შემდეგ, FinExCoop-ის გუნდი პერსონალურად დაეხმარა თითოეულ ფერმერს რჩევებით და რეკომენდაციებით; ფერმის მენეჯმენტთან, მცენარის დაცვასთან და ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებით.

ბაღის გასხვლა

2020 წელს FinExCoop გააგრძელებს ტრეინინგების სერიას თანამედროვე ბაღებზე, კერძოდ გათხელებაზე, მცენარის დაცვაზე, მორწყვაზე და განაყოფიერებაზე, როგორც საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა და ფერმერებმა აღნიშნეს, სწორედ ეს არის მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა.

ტრეინინგი მარჯის გამოთვლაში, საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის

ჩვენი პროექტის მიზანია, დავეხმაროთ მცირე და საშუალო ზომის ფერმერებს ჩამოაყალიბონ თავიანთი ბიზნესი ისე, რომ მიიღონ მაღალი შემოსავალი. შესაბამისად, აუცილებელია რომ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა პროდუქტზე სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გამოვთქვით თანამშრომლობის ინიციატივა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან. ჩვენ ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას ადგილბრივ საინფორმაციო და საკუნსულტანციო ცენტრებს ყველა რეგიონში, თუ როგორ უნდა დაითვალონ სწორად მთლიანი მარჯა სხვადასხვა მარცვლეულზე და თუ როგორ მიაწოდონ ეს ინფორმაცია ფერმერებს, რომ შემდგომში მოხდეს მოსავლის გაზრდა ამ ინფორმაციის წყალობით.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ცენტრალიზებული, ვებზე დაფუძნებული მთლიანი მარჯის გამოთვლის სისტემა და დინამიური მონაცემთა ბაზა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტორსთვის, სადაც საინფორმაციო და საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლები რეგულარულად შეაგროვებენ შესაბამის აგრონომიულ ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონიდან და განაახლებენ ბაზას.

19-20 თებერვალს, ჩვენ დავიწყეთ ტრენინგები ადგილობრივ, საინფორმაციო და საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, თუ როგორ უნდა მოხდეს მთლიანი მარჯის დათვლა და როგორ შეეძლებათ ფერმერებს შემოსავლის გაზრდა ამ ინფორმაციით.

ფოტო საკლასო ტრენინგიდან

ფერმერებმა და საინფორმაციო, საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლებმა ნახეს თუ როგორ ხდება ინფორმაციის მოპოვება და მომზადება, როგორ გამოითვლება მთლიანი მარჯა, წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და სხვა. ტრეინინგი ასევე მოიცავდა კარტოფილის ფერმაში გასვლას და ადგილზე მთლიანი მარჯის გამოთვლის მაგალითის ჩატარებას.

საინფორმაციო, საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლებმა და ფერმერებმა გამოთქვეს დიდი სურვილი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა და ახალგაზრდებმა, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ამ მეთოდის გამოყენებით, აეწყოთ თავიანთი ფერმა.

ტრენინგების წარმატებით ჩატარების და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსგან მაღალი შეფასების მიღების გამო, FinExCoop გააგრძელებს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და შეეცდება ჩართოს რაც შეიძლება მეტი საინფორმაციო, საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომელი და ფერმერი.

ფოტო საველე ტრენინგიდან

ტრენინგი „როგორ მუშაობს ექსტენციის სერვისი საფრანგეთში“

6 თებერვალს, „Chambre d’Agriculture du Loiret“, რომელიც არის FinExCoop-ის პარტნიორი პროექტის იმპლემენტაციაში, წარადგინა პრეზენტაცია „ექსტენციის სერვისესები და როგორ მუშაობენ ისინი საფრანგეთში“. ტრენინგი ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ტრეინინგს დაესწრნენ საინფორმაციო და საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და FinExCoop-ის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.


ტრეინინგმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორამცია, ექსტენციის სერვისების მექანიზმებზე და თუ როგორ მუშაობენ ისინი საფრანგეთში და დასავლეთ ევროპაში. ასევე, აჩვენა მაგალითები თუ რა გამოწვევების წინააღმდეგ უწევთ მათ მუშაობა და როგორ ახერხებენ ისინი სწორ კომუნიკაციას ფერმერთან.


პრეზენტაციის შემდეგ, ჩატარდა კითხვა-პასუხის სესია და საინფორმაციო და საკონსულტანციო ცენტრის თანამშრომლებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები FinExCoop-ის გუნდისთვის. სესიის დროს ნათლად გამოჩნდა ხელოვნური განაყოფიერების და ემბრიოს გადანერგვის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, ასევე იყო თხოვნა სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლისგან, რომ ამ ტექნოლოგიის დემონსტრირება მოგვეხდინა კონკრეტულად მათ რეგიონში.
 
 
FinExCoop აქტივობები - თანამშრომლობის გაძლიერება ტექნიკურ პარტნიორებთან

სათესლე მასალის ტესტირება რომელიც მოგვაწოდა წამყვანმა კომპანიებმა ევროპაში როგორიცაა Jouffray-Drillaud და Florimond-Desprez

ჩვენი პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი შეიქმნა 2019 წლის ოქტომბერში. სადემონსტრაციო ნაკვეთი შეიქმნა ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რომლებიც არიან წამყვანი სათესლე მასალის მწარმოებლები მსოფლიოში, Jouffray-Drillaud and Florimond-Desprez. ჩვენ ჩამოვიტანეთ და სადემონსტრაციოდ დავთესეთ (მესლინი, ხორბალი, ქერი, ტრიტიკალი, ბარდა და ვიკა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

JD (www.jouffray-drillaud.com) არის ფრანგული კომპანია, რომელსაც ფლობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი საფრანგეთში Terrena, რომლის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიარდ ევროს. JD კი არის წამყვანი კოპმანია ისეთი თესლის წარმოებაში როგორიცაა, ღვაძლა, მაღალი წივანა, სათითურა და სხვა მსგავსი სახეობები. JD ასევე არის მიწის საფარი კულტურების და ბუნებრივი ნაკელის ბაზარზე წარმოების ლიდერი, როგორიცაა შავი შვრია, ვიკა შავი შვრია, ვიკა, ალექსანდრიული სამყურა და სხვა.

Florimond Desprez არის დამოუკიდებელი კომპანია რომელიც დაარსდა 1830 წელს. იგი დაარსა ჯინ-ბაპტისტე აუგუსტე დესპრეზ-მა. კომპანია თავისი ბრუნვის 15% პროცენტს უკეთებს ინვესტიციას ისეთი ჯიშების კვლევაში და განვითარებაში როგორიცაა: მარცვლეული, ზეთი-ცილოვანი კულტურები და ჭარხალი. ხორბლის შერჩევითი პროგრამა დაარსდა 1919 წელს, ხოლო ქერზე მუშაობა დაიწყო 1945 წელს, შემდეგ 1945 და 1981 წლებში მათ დაიწყეს წარმოება გრძელი ხორბლის და ტრიტიკალის.

თავიდან, საქართველოს სადემონსტრაციო ნაკვეთებმა განიცადეს განსაკუთრებული გვალვა, მაგრამ შემდგომში ხშირი წვიმების და თოვლის გამო მათ დაიწყეს ზრდა. პროექტი ემზადება იმისათვის, რომ მალე განახორციელოს საექსპერიმენტო სამუშაოები კარტოფილში, საჭმელ ჭარხალსა და ბარდაში Florimond-Desprez, მის სუბსიდირებულ კომპანია Germicopa-ს თან ერთან. ექსპერიმენტების ჩასატარებლად პროექტი ეყრდნობა მიწის ანალიზის ტესტებს, რომელიც ჩატარდა საუკეთესო ლაბორატორიებში. გარდა ამისა პროექტი დაეხმარება გლეხებს ტექნიკური დამხარებით და რეკომენდაციებით, მოსავლის შეფასების შემდეგ გათვალისწინებული იქნება მთლიანი მარჟის გამოთვლა საჭირო მეთოდოლოგიით.

ფერმერები ისწავლიან, რომ გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები როგორიცაა საწვავის ხარჯვა ერთ ტონა პროდუქტზე, როცა უკეთესი სათესლე მასალა გამოიყენება მაღალი მოსავლიანობს მაჩვენებლით, ან ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება როგორიცაა ნულოვანი მოხვნა, ან როცა ეს ორი არის გაერთიანებული, რადგან დავინახოთ ძლიერი ვარდნის რაციონი და სხვა ინდიკატორები, როგორიცაა წყლის რაოდენობის გამოყენება ერთ ტონა პროდუქტზე. ნულოვანი მოხვნის ტექნოლოგიით, ფერმერები ისწავლიან თუ როგორ დაითვალონ მიწის ეროზიის შემცირება. მუდმივი საფარისთვის ფერმერს შეეძლება ნახშირბადის სეკრეციის დონის გამოთვლა, ეს გამოიწვევს ფერმერის ცოდნის მუდმივ გაუმჯობესებას, და შეძლებს გამოითვალოს სასუქის მოხმარების შემცირება, რომელიც დაკავშირებულია პარკოსანი და უკეთესი მოსავლის გამოყენებასთან, რაც ამცირებს წარმოების პირველად ხარჯებს და ზრდის ფერმის მომგებიანობას.

ნულოვანი მოხვნის ტესტირება კახეთში FAO-სთან თანამშრომლობით

19 თებერვალს, FAO-ს ექსპერტებმა ორგანიზება გაუკეთეს ტრეინინგს, ნულოვან მოხვნაზე და მის გამოყენებაზე. ტრენინგმა მოიცვა ამ ტექნოლოგიის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები და ინტეგრაციის საჭიროება მიწის მდგრადი მართვის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და რისკების შემცირების მიზნით. FAO-მ შემოიტანა ნულოვანი ტექნიკა საქართველოში. FinExCoop-ის გუნდი ასევე დაესწრო ამ ტრეინინგს და მოამაზდა ერთ-ერთი საპილოტე პროექტი ნულოვანი ტექნიკის გამოსაცდელად.

ნულოვანი მოხვნის ტექნოლოგია არის მიწის მინიმალური დამუშავება, უშუალოდ დათესვით. Ⴃასამუშავებლად შეწუხებული ნიადაგის ფართობი უნდა იყოს 5 სმ -ზე ნაკლები სიგანის ან ნათესი ფართობის 25%-ზე ნაკლები. ნიადაგის მექანიკური დამუშავება უნდა მოხდეს შეზღუდულად, მხოლოდ თესლის ან სასუქის ნიადაგში მოთავსების მიზნით.

ნულოვანი ტექნოლოგია იცავს ნიადაგს ეროზიისგან და უნარჩუნებს ნიადაგს სტრუქტურას და მის ფლორას და ფაუნას. სადემონსტრაციოდ შეირჩა კახეთის რეგიონში, კერძოდ სოფელ არხილოსჯალოში 2 ჰა ნაკვეთი, ნულოვანი (no till) ტექნოლოგიის გამოყენებით საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების სადემონტრაციო ნაკვეთის დასაარსებლად 20 თებერვალს ფაო-სა და FinExCoop-ის ტექნიკური ჯგუფი შეიკრიბა არხილოსკალოში. ერთმანეთის გვერდიგვერდ შეირჩა ორი 2 ჰექტრიანი ნაკვეთი კულტურების დასათესად. ერთ ნაკვეთზე გამოყენებული იყო ნულოვანი ტექნოლოგია ქერის და შვრიის დასათესად (1 ჰა თითოეული კულტურისთვის), ხოლო მეორე ნაკვეთზე გამოყენებული იყო ტრადიციული მოხვნით მეთოდი იგივე კულტურების დასათესად. სადემონსტრაციო ნაკვეთის დასაარსებლად ფერმერთან მუშაობდნენ ექსპერტები, რომლებიც მოსავლის აღებამდე გააგრძელებენ მონიტორინგს და ტექნიკური მხარდაჭერას. მოსავლის აღების დროს ორგანიზებული იქნება საველე დღე შედეგების დემონტრირებისთვის, რომელზეც მოწვეული იქნებიან ფერმერები ახლომდებარე სოფლებიდან და სხვა დაინტერესებული მხარეები ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. დაინტერესებული ფემერებისთვის მომავალ შემოდგომაზე დამატებითი სადემონტრაციო ნაკვეთები მოეწყობა ნულოვანი ტექნოლოგიით წარმოებისთვის.

ფერმერებისათვის სათესლე კარტოფილის დარიგება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

როგორც დაგეგმილი იყო, 2020 წლის აპრილს, ჩვენ დავურიგეთ სათესლე კარტოფილი ჩვენ რვა საპილოტე პროექტის წევრებს სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში. ჩვენ მივაწოდეთ ფერმერებს ოთხი სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი, ორი სხვადასხვა ჯიშის ბარდა და ხუთი სხვადასხვა სახეობის საკვები ჭარხალი. სათესლე მასალის მომწოდებილი იყო, კომპანია Germicopa, რომელიც არის ყველაზე დიდი კარტოფილის გამომყვანი საფრანგეთში. Germicopa არის Florimond Desprez ჯგუფის სუბსიდარი კომპანია რომელიც მუშაობს სხვადასხვა სახეობის კარტოფილის წარმოებაზე. ისინი აწარმოებენ: მაგიდის კარტოფილს, გადასამუშავებელ კარტოფილს, სახამებლის წარმოება, მებაღეობა და ექსპორტი.

ფერმერები ისწავლიან ამ ჯიშის მოყვანის ტექნოლოგიას და ისინი შემდგომში გაუზიარებენ ამ ცოდნას მეზობელ ფერმერებს თავიანთ რეგიონებში შემდეგი დათესვის სეზონზე. ჩვენ ვაკეთებთ საექსპერიმენტო სამუშაოებს ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც არიან მარტივად მისადგობემი, აქვთ სარწყავი სისტემა და არ მოსულა კარტოფილი ბოლო ორი წლის განმავლობაში.

თესლის განაწილება ხდება სადემონსტრაციო ნაკვეთის ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში. დემო ნაკვეთის მიზანია ახალი ჯიშების პოპულარიზაცია და საქართველოში კარტოფილის, ბარდის და საკვების ჭარხლის თანამედროვე წარმოების ტექნიკის პოპულარიზაცია.

სათესლე კარტოფილის განაწილებამდე ჩვენ მიწადოდეთ ფერმებრეს სადემონსტრაციო ნაკვეთების მიწის ანალიზის დასკვნა, მიწის ნიმუშები იყო გადაგზავნილი საფრანგეთში ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციასთან “ლუარის სოფლის მეურნეობის პალატა”. ამ ანალიზების თანახმად გამოყენებული იქნება შესაბამისი რაოდენობის სასუქი და მიკროელემენტები. ფერმერები შეინახავენ ყველა მოსავლის მონაცემებს იმ ფორმაში რომელიც მიწოდებული იქნა FinExCoop გუნდის მიერ და ასევენ შეიტანენ შხამ-ქიმიკატებს და სასუქს ჩვენი გუნდის ტექნოლოგიის მიხედვით.

ჩვენი გუნდი გაუწევს ფერმერებს ტექნიკურ დახმარებს და კარტოფილის ზრდის პერიოდში იქნება FinExCoop გუნდის მონიტორინგის ქვეშ.
 
 
FinExCoop ანონსი

FinExCoop პოექტისთვის ტრენინგები და სემინარები ერთ – ერთი მნიშვბელოვანი ფაქტორია რითაც შევძლებთ ჩვენი ბენეფიციარების დახმარებას. ამ ტრენინგებით და სემინარებით ჩვენ წარვადგენთ საუკეთესო პრაქტიკებს სხვადასხვა სფეროში და მივცეთ ტექნოლოგიურ ცოდნას მიზნობრივი აუდიტორიას.

მომავალი ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემებს:

თანამედროვე ბაღი: მცენარის დაცვა (სკაბის კონტროლი), სარწყავი სისტემები და სასუქი, ხილის შეთხელება, ბაღის მოსავლით დატვირთვის კონტროლი, ზრდის კონტროლი და მორწყვის მენეჯმენტი.

კარტოფილი: ტრენინგები კარტოფილის და საწმელი წარხლის მოყვანაზე

საქონლის და რძის სექტორი: ონლაინ ტრენინგი ხელოვნურ განაყოფიერებაზე, ემბრიოს გადანერგვა, ტრენინგები ნულოვან მოხვნაზე, ტრენინგები სიმინდის მოყვანაზე.

თხის სექტორი: ტრენინგები თხის ფერმის მენეჯმენტზე

ზემოთ აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება 2020 მეორე ნახევარში. დეტალური დრო და ადგილები იქნება ატვირთული FinExCoop-ის ვებ გვერდზე.

FinExCoop-მა მოახერხა ადაპტაცია გაეკეთებენია ბლობალური პანდემიის დროს და დაიწყო ახალი საექსპერიმენტო და სადემონსტრაციო სამუშაოები კარტოფილზე, საკვებ ჭარხალზე და ბარდაზე, რომელიც ხდება Germicopa-სთან და Florimond-Desprez-სთან პარტნიორობით.

FinExCoop გეგმავს რომ შექმნას სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი კოოპერატივ Limagrain თან ერთად. Limagrain არის მეოთხე ყველაზე დიდი შათესლე მასალის მწარმოებელი მსოფლიოში. სადემონსტრაციო ნაკვეთი შეიქმენა არასამთავრობო ორგანიზაცია Fert/GBDC-ს თან ერთად.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თუ თქვენ გაქვთ ინტერესი ზემოთ აღნიშნულ საქმიანობებში ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით +995 599 30 57 58. ჩვენ გელოდებით თქვენ!
 
 
  ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია FinExCoop პროექტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.  
 
 
ბრაუზერში ნახვა გამოწერის გაუქმება