ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვი FinExCoop- ის სამიზნე 4 ღირებულებათა ჯაჭვთაგან ერთ-ერთია. FinExCoop-ის პროექტის დაწყებამდე ვაშლის სექტორი უკვე დიდწილად მხარდაჭერილი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ. 2015 წლიდან 2020 წლამდე პროგრამა „დარგე მომავალ“ -მა დააფინანსა 1185 ჰა ვაშლის თანამედროვე ბაღები, 19.7 მილიონი ლარის ჯამური ინვესტიციით, რომელიც ძირითადად დაფინანსდა RDA-ს თანაინვესტირების სუბსიდიებით (10.1 მილიონი ლარი) და RDA-ს სუბსიდირებული შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო კრედიტებით. ქვეყანაში ასევე მოზიდულ იქნა ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვის, ნერგების, აღჭურვილობების და პროდუქტების ძირითადი, საერთაშორისო მომწოდებლები.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას გააჩნია უნიკალური აგრონომიული პოტენციალი მაღალი ხარისხის ვაშლის წარმოებისთვის, როგორც ტრადიციული ასევე ადგილობრივი ჯიშებით და იმპორტირებული ვაშლით, ქართული მოსავლიანობა რეგიონალური სტანდარტების მიხედვით კვლავ დაბალი რჩება. ვაშლის წარმოება ასევე საკმაოდ ცვალებადია, რადგან ადგილობრივ მწარმოებლები მაღალი კლიმატური რისკების ქვეშ არიან (მაგ. გვალვა, ადრეული ყინვა, სეტყვა, წყალდიდობა), რომელიც ეხლა უფრო გახშირდა კლიმატური ცვლილებების გამო.

საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც მოსახლეობა კვლავ შემოსავლის 47%-ს ხარჯავს საკვებზე, შემოსავლის 1%-ით ზრდა ნიშნავს ხილის მოხმარების 0,51%-იან ზრდას, ეს ფაქტორი კი ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენს ვაშლზე. ვაშლს, როგორც წესი, მოიხმარენ იქ, სადაც შესაძლებელია მისი წარმოება, შეზღუდულია მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ტროპიკულ ქვეყნებში და ასევე მაღალ სექციურ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად სკანდინავია. ვაშლის მოხმარება ყველაზე მაღალია ისეთი ხელსაყრელი კლიმატის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა დასავლეთ ევროპის, ჩინეთის, ხმელთაშუა ზღვის და აბრეშუმის გზის მრავალი ქვეყანა და ქვეყნებში სადაც ერთ სულ მოსახლეს კარგი შემოსავლი აქვს.

თუმცა, საქართველო გამონაკლისს წარმოადგენს: სადაც, ვაშლის მოსაყვანად იდეალური აგრონომიული პირობები აქვთ, ქართველები წელიწადში მხოლოდ 3 კგ ვაშლს მოიხმარენ აზერბაიჯანელების 10 კგ, რუსების 16კგ, სომხების და უკრაინელების- 16 კგ, ირანელების - 18 კგ, თურქების თითქმის 30 კგ და უნგრელების 33 კგ-ს წინააღმდეგ. ადრე თუ გვიან, ეს გამონაკლისიც გაქრება და ამიტომ მომავლში უნდა ველოდოთ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის დიდ ზრდას.

მიუხედავად, ძალიან მოკრძალებული ადგილობრივი მოთხოვნილების და ვაშლის წარმოებისთვის შესანიშნავი აგრონომიული პირობებისა, საქართველომ ჯერაც ვერ შეძლო რეგიონალური მეზობლების, თურქეთის, მოლდოვის, ირანის და აზერბაიჯანისთვის დიდი სავაჭრო მოთხოვნილების პროდუქციის გამომუშავება. წინა ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ვაშლის დეფიციტიც კი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 2017 წლიდან, მისი სავაჭრო ბალანსი არსებითად გაუმჯობესდა და 2021 წლის მდგომარეობით 8.4 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია. იმავე წელს, ქართული ვაშლის თითქმის მთელი მოსავალი გავიდა რუსეთში, რომლის ბაზარიც დაკეტილია ევროკავშირის ექსპორტიორებისთვის 2014 წლიდან.

ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან ვაშლის იმპორტის ემბარგოს მიუხედავად, რუსეთი რჩება მსოფლიოში, სიდიდით მესამე წმინდა იმპორტიორად, თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ რუსეთის ბაზარი თანდათან დაიხუროს. სწორედ ამიტომ, საქართველო უნდა შეეცადოს, რომ თავისი ექსპორტის დივერსიფიკაცია მოახდინოს სხვა ახლომდებარე ბაზრებზე, როგორიც ევროკავშირი და არაბული ქვეყნებია.

მიუხედავად მისი მცირე ტერიტორიისა, საქართველო გამოირჩევა კლიმატური მრავალფეროვნებით და შეუძლია აწარმოოს დიდი რაოდენობით ბოსტნის ნაყოფი, ქვის ნაყოფი, ნაჭუჭიანი ხილი და პატარა კენკრა. 2021 წელს საქართველომ 73,1 ათასი ვაშლი აწარმოა, ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოცულობით, ვაშლი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხილია.

ვაშლის სექტორი დიდწილად მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინტენსიური ხეხილის ბაღებს არ სჭირდებათ დიდი დრო იმისათვის, რომ გახდნენ პროდუქტიული, საქსტატს არ დაუფიქსირებია პროდუქციის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ძირითადად შიდა ქართლში რჩება. ამ სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, გამომუშავების უკიდურესი წლიური ცვალებადობა.

დღესდღეისობით, საუკეთესო წლებშიც კი, საქართველოს მოსავლიანობა ძალიან დაბალია რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის თანამედროვე ინტენსიური ხეხილის ბაღებში, რომლებიც ხშირად განიცდიან მონაცვლეობას ყოველ მეორე წელს წარმოების გარეშე. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია ბუნებრივ მოვლენებთან, როგორიცაა გვიანი ყინვა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ადეკვატური ტექნოლოგიების მეშვეობით, მაგრამ ძირითადად, ეს ასევე ასახავს ბაღების მენეჯერების უმეტესობის ტექნიკური განათლების დაბალ დონეს, რომლებმაც არ იციან როგორ გააკონტროლონ ეს ბუნებრივი მოვლენა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ, კარგად მართულ ხეხილის ბაღებში მონაცვლეობა სისტემატურად მცირდება მიდგომების კომბინაციით. ზამთარში კარგად გასხვლა საშუალებას იძლევა ეფექტურად იქნას მართული მომავალი მოსავლის დატვირთვა, მაგრამ ასევე აუცილებელია ხეების გათხელება ხილის სწორი რაოდენობის შესანარჩუნებლად, ზემოთხსენებული შეიძლება გაკეთდეს ხელით, მაგრამ ეს საკმაოდ მძიმე სამუშაოა, რომელიც ჰა-ზე დაახლოებით 250 საათამდე მუშაობას მოითხოვს. ასევე შესაძლებელია მექანიკური სამუშაოების ჩატარება, მაგრამ საუკეთესო ტექნოლოგია, რომელიც პრაქტიკულად არ არის ცნობილი საქართველოში, არის ქიმიური გათხელება.

მონაცვლეობა არა მარტო იწვევს ცუდ მოსავალს ყოველ მეორე წელს, არამედ იწვევს მოსავლის დაბალ ხარისხსაც. ვინაიდან "კარგ" წლებში ძალიან ბევრი პატარა ხილია, რადგან ისინი განიცდიან ე.წ. „bitter pit", რაც დაკავშირებულია კალციუმის ნაკლებობასთან, რომელიც გავლენას ახდენს ნაყოფზე.

საქართველოს ხეხილის ბაღებისთვის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა მავნებლებისა და დაავადებების არასათანადო მართვაა, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო (ტენიანი გაზაფხული) გახშირების ტენდენციას იჩენს. სკაბი (Venturia inaequalis) კი შეშფოთების მთავარი მიზეზია.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ფერმერები უფრო და უფრო მეტ პესტიციდს იყენებდნენ, ნაკლები შედეგით, რადგან მავნებლები და დაავადებები მდგრადნი ხდებიან მკურნალობის მიმართ. მათი პროდუქციის ექსპორტი შეასაძლებელია შეუსრულებელ მისიად დარჩეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ძლიერ აკონტროლებენ პესტიციდების ნარჩენებს, ეს კი განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, სადაც 2030 წლისთვის, ახალი მწვანე ხელშეკრულების მიხედვით იგეგმება პესტიციდების მოხმარების 50%-ით შემცირება.

პესტიციდების გამოყენება შეიძლება მკვეთრად შემცირდეს, თუ მათი გამოყენება მოხდება დროულად, როგორც ეს ხდება მოწინავე ქვეყნებში, სადაც მეტეოროლოგიური სადგურები და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა RIMpro, გაერთიანებულია იმისთვის, რომ ფერმერებს მიაწოდოს ზუსტი მითითებები, თუ როდის და როგორ უნდა მოექცნენ მავნებლებს.

საქართველოში ყოფილა მსგავსი მიდგომის განხორციელების მცდელობა, მაგრამ მას ამ დრომდე კარგი შედეგი არ გამოუღია, რადგან აღჭურვილობის გადაცემა მოხდა უშუალოდ პესტიციდების მომწოდებლებზე, რომელთაც ბუნებრივია არ ჰქონდათ სტიმული მათ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირების, ან სახელმწიფო ორგანოებზე, რომლებიც უშუალოდ არ იყვნენ დაკავშირებული ფერმერებთან ამ სფეროში.

ასევე, არსებობს სხვა მრავალი ტექნოლოგია, რომელთა მობილიზებაც შესაძლებელია მავნებლებთან ეკოლოგიურად და სუფთა გზით გამკლავებისთვის. ერთ-ერთი მათგანია ფერომონების გამოყენება ისეთ საშიშ მწერებზე დასაკვირვებლად ან დასაჭერად, როგორიცაა Cydia Pomonela.

საქართველოს, შეუძლია ისწავლოს მოწინავე, ორგანული ფერმერების საუკეთესო პრაქტიკიდან, რომლებიც იყენებენ ცხოველებს, როგორიცაა ქათმები ან ჯუჯა ცხვრები თავიანთი ბაღების გასაწმენდად მკვდარი ფოთლებისა და ქერქებისგან.
 
 
ჩვენს შესახებ

4 წლიანი FinExCoop პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ NIF პროგრამის „Trust Fund“-ის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირდაპირი ENPARD- ის მიერ განხორციელებული პროექტი, იგი სრულად კოორდინირებულია ENPARD პროგრამასთან საქართველოში. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია ხდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) და მას ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა, Chambre d'Agriculture du Loiret, Mercy Corps-ი და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) პარტნიორობით.

მისი შვილობილი კომპანია Proparco-ს მეშვეობით, AFD ასევე უზრუნველყოფს, სოფლის მეურნეობისთვის ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებას ორ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტ, Credo Bank-სა და Microfinance Institution Crystal-სთან ერთად. FinExCoop საქართველო-ს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი თაობის მცირე და საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობების წარმოშობას, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ კონკურენტუნარიანები: გაუმჯობესებული წვდომით საკრედიტო და სხვა ფინანსურ სერვისებზე, მათ შორის დაზღვევაზე (Fin ანუ ფინანსები); მაღალი პროდუქტიულობით, რომელიც დაკავშირებულია უკეთეს ტექნიკურ ცოდნასთან და უკეთესი დანადგარების და აღჭურვილობის სათანადო გამოყენებასთან (Ex ანუ Extension); მათი მონაწილეობით ბაზარზე ორიენტირებულ კოოპერატივებში ან ნებისმიერ სხვა გაერთიანებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კოორდინაციას, რათა გააუმჯობესდეს მათი ხელმისაწვდომობა აღჭურვილობაზე და გაზარდონ პროდუქტის ღირებულება უკეთესი შენახვის, დამუშავებისა და მარკეტინგის გზით (Coop ანუ კოოპერატივი).
 
 
FinExCoop-ის სტრატეგიული მხარდაჭერა ფერმერებისთვის ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვში

FinExCoop სისტემატურად უწყობს ხელს ფერმერთა შორის თანამშრომლობას. ისინი უფრო და უფრო მეტს სწავლობენ ერთმანეთისგან, რაც საუკეთესო გზაა სფეროს მდგრადი გაუმჯობესებისთვის. ბევრი მათგანი ახლა უკვე მზად არის იმოქმედოს კოლექტიურად და თანამშრომლობით, რათა გააუმჯობესონ მათი შესრულება.

ფერმერები, თავიანთი პროდუქტიული საქმიანობის ზოგიერთ სეგმენტში, ძალების გაერთიანების გარდა, მაგ: გარდა მეტეოროლოგიური სადგურების ერთობლივი გამოყენებისა, თანამშრომლობენ ვაშლის უკეთ პოპულარიზაციისა და გაყიდვის მიზნით. განსაკუთრებულ აუცილებელობას წარმოადგენს, შენახვისა და სასაწყობე ფინანსების უკეთესი ხელმისაწვდომობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გაყიდვა დაბალ ფასში მოსავლის აღების შემდეგ.

ქართველი მწარმოებლებისთვის გადახდილი ფასები მსოფლიოში ყველაზე დაბალია, რაც ტოვებს უზარმაზარ ზღვარს გაუმჯობესებისთვის, თუ საქართველო შეძლებს რომ გააუმჯობესოს ხილის წარმოება, უკეთესი პრაქტიკის მეშვეობით. მაგრამ ასევე, თუ დამოუკიდებელი მწარმოებლები გაერთიანდებიან თავიანთი ვაშლების უკეთ გასაყიდად, ეფექტური მარკეტინგისა და ბრენდინგის გზით, მათ შორის, ორგანული ვაშლისა და ვაშლის პოპულარიზაციის გზით.

ასეთი პერსპექტივის შესანიშნავ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ფრანგული კომპანია „Blue Whale“, რომელიც 1950-იან წლებში დაარსდა ფრანგი დამოუკიდებელი ფერმერების ჯგუფის მიერ მათი პროდუქციის უკეთ გასაყიდად. დღესდღეისობით „Blue Whale“-ი 6620 ჰა-ზე მომუშავე 300 ფერმერს ეკუთვნის, იგი ყოველწლიურად ყიდის 240 000 ტ. ვაშლს, რაც სამჯერ აღემატება საქართველოს წარმოებას, 250 მილიონი ევროს ბრუნვით.

 
საპილოტე პროექტები

ვაშლის თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვში ინტენსიური მუშაობის შემდეგ, FinExCoop-მა სამი საპილოტე პროექტი შეარჩია. ეს ყოველივე ასახავს იმ ფაქტს, რომ, სხვა ღირებულებათა ჯაჭვებისგან განსხვავებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაშლის სექტორში განხორციელდა მასშტაბური ფიზიკური ინვესტიცია, განსაკუთრებით კი MEPA/RDA-ს მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფილია „Plant the Future“ პროგრამის ფარგლებში.

არსებობდა ტრენინგების და სწავლების დიდი მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები ხშირად იღებენ ტექნიკურ დახმარებას საერთაშორისო მომწოდებლებისგან, ბევრი ხეხილის ბაღი ჯერ კიდევ არასათანადოდ იმართება. სტანდარტული ტექნოლოგიები, როგორიცაა მაგალითად, ქიმიური გათხელება მოსავლის დატვირთვის სტაბილიზაციისთვის, მონაცვლეობის თავიდან აცილება და მცირე კალიბრის ნაყოფის წარმოება, საქართველოში პრაქტიკულად უცნობია.

ამ ფონზე, ჯერ კიდევ არსებობს ადგილობრივი შესაძლებლობების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საჭიროება. საქართველო იდეალური ქვეყანაა მაღალი ხარისხის ხილის წარმოებისთვის, მაგრამ ეს ვერ მოხდება საუკეთესო პრაქტიკის ცოდნის გარეშე. 2020 წელს, MEPA/RDA-მ შემოიღო სპეციალური სუბსიდია 0,1 ლარი/კგ ხილის გადამამუშავებლებისთვის, „არასტანდარტული ვაშლი“ს შესაძენად, რადგან მათი რაოდენობა ბაზარზე ძალიან ბევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სუბსიდიამ შეიძლება შეასრულა სტაბილიზაციის როლი მოკლევადიან პერსპექტივაში, მომავალში იქნება სტანდარტული ვაშლების უმრავლესობა, რომელიც შეიძლება ექსპორტირებული იყოს ბაზრებზე, რომლებიც უფრო მეტად ფოკუსირებულია ხარისხზე, ისე როგორც ყურის ქვეყნებში.

2021 წლის დეკემბერში, FinExCoop-ის საპილოტე კომიტეტმა დაადასტურა წინადადება ლაგოდეხში, ფრანგ-ქართველი ინვესტორის, ბ-ნ დევიდ ბერტრანდის ორგანული ბაღის მხარდასაჭერად. ბ-ნ ბერტრანდს გააჩნია ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ის აქციოს ნიშნულად საქართველოს ორგანული სექტორისთვის, რომელიც ათწლეულის განმავლობაში სტაგნაციას განიცდიდა, მიუხედავად დონორთა მხარდაჭერილი მრავალი პროგრამისა. მას ექნება ჰოლისტიკური განზომილება „from the farm to the fork“ საბოლოო მომხმარებელამდე, სიდრის გადამამუშავებელი ქარხნის და აგროტურიზმის კომპონენტის მოწყობით.

FinExCoop-მა მხარი დაუჭირა ფერმას შერეული საკვების თესლის მიწოდებით, რომელიც უნდა დაირგოს მწკრივებს შორის, ნიადაგის ნაყოფიერებისთვის.

FinExCoop-ი მხარს უჭერს, სამი მოწინავე ვაშლის ფერმერის კოოპერატივს, რომლებიც უკვე გაწვრთნილი არიან პროექტის მიერ და რომელიც ფოკუსირებულია:
  • მავნებლების ინტეგრირებული მართვა მეტეოროლოგიური სადგურების და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, როგორიცაა Rimpro სისტემა ბელგიიდან, რომელსაც იყენებს საფრანგეთის Veille Sanitaire du Val-de-Loire ასოციაცია. ის იძლევა პესტიციდების ეფექტური გამოყენებისა და მათი მოხმარების მკვეთრად შემცირების საშუალებას. ასევე, ფერომონების გამოყენება მავნებლების უკეთესი მონიტორინგისთვის.
  • ქიმიური გათხელების გამოყენება..
  • საუკეთესო ხარისხის ხილის ერთობლივი მარკეტინგის განვითარება ერთი ბრენდის ქვეშ.
 
➢ ტესტი

ფერმერები გაეცნენ მავნებლების ჭკვიან ინტეგრირებულ მართვას, რომლისთვისაც გამოიყენება მეტეოროლოგიურ სადგურები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომზადებულია ფრანგი ექსპერტის ბ-ნი მარკ ლანსიენის მიერ, თურქ ექსპერტთან ბ-ნ სერკან ვეზიროღლუსთან და ადგილობრივ გუნდთან ერთად.

FinExCoop-ს ასევე სურდა ქიმიური გათხელების ტესტირება, მაგრამ ვერ მოიპოვა ადგილობრივი იმპორტიორები საჭირო საშუალებებისთვის. ბევრი კვირის მუშაობის შემდეგ, FinExCoop-მა შეძლო პოტენციური შეთანხმება მარეგულირებელ ორგანოებთან, მაგრამ ეს უკვე ძალიან გვიან იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიური გათხელება 2021 წელს, გორის რეგიონში კომპანია აგროკომმა გამოსცადა, რომელმაც დაარეგისტრირა პროდუქტი Exilis საქართველოს ეროვნულ სააგენტოში. FinExCoop შეეცდება ითანამშრომლოს ამ კომპანიასთან ამ პროდუქტის იმპორტისთვის 2022 წელს და ნახოს, შეძლებს თუ არა ANA (naphthalene acetic acid)-ზე დაფუძნებული სხვა ჰორმონალური პროდუქტის შემოტანას.
 
 
➢სწავლება

ვაშლის გაშენების რამდენიმე სეზონის განმავლობაში, FinExCoop-ი ახორციელებდა ონლაინ და ადგილზე ტრენინგებს/ სწავლებას გასხვლისა და ბაღების უკეთესი მართვისთვის. ტრენინგები კარგად იქნა აღქმული და ასევე შესრულებულ იქნა რეკომენდაციები ფერმერების მიერ.

პროექტის ტექნიკურმა ჯგუფმა ძალიან ეფექტური კავშირის დამყარება შეძლო ფერმერებთან. განაყოფიერებისა და მავნებლების კონტროლის შესახებ თეორიული ტრენინგების, ონლაინ სესიები, სასარგებლო იყო მათთვის ბაღების მართვის გასაუმჯობესებლად. FinExCoop ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა ფერმერებთან მინდვრებში, კერძოდ, გორსა და ქარელში.

2021 წლის ნოემბერში, FinExCoop-მა დაიწყო მეტეოროლოგიური სადგურების საპილოტე გაშვების მომზადება RimPro-ს პროგრამული უზრუნველყოფით, ასევე განხორციელდა ვიზიტები ბაღების ზოგადი ანალიზისთვის.

უმეტეს შემთხვევაში, FinExCoop-ზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გაუმჯობესებებმა, რაც მოჰყვა ონლაინ ტრენინგებს და სწავლებას. მდგრადი მოსავლიანობის ზრდა მინიმუმ 30%-ით იყო ნორმა, ზოგიერთმა ფერმერმა კი იმდენად კარგად ისწავლა ისეთი ტექნოლოგა, როგორიცაა გასხვლა, რომ მათ შეძლეს მეზობელი ფერმერებისთვის გამოცდილების გაზიარება, რამაც ასევე შესანიშნავი შედეგი გამოიღო.
 
 
➢  ტრანსფერი

ბატონი ლანსიენის საქართველოში შეტანილი ძალზე ეფექტური წვლილის პარალელურად, FinExCoop-მა 2022 წელს ახალი სწავლების ინიციატივის ფარგლებში შეიმუშავა 3 თვიანი ტრენინგ/სწავლების კურსი ახალგაზრდა ქართველი ფერმერებისთვის და ფრანგული ბაღებისა და სანერგეების სპეციალისტებისთვის. სასწავლო კურსის ფარგლებში, ორი სტაჟორი მუშაობდა პუიეს, დალივალის, მულენ ნეუფის, დალივალ დურტალის, დალივალ ვილერს-კოტერეტის, დალივალ ლა გალოლისა და IFO-ს ექსპერიმენტულ და ორგანულ ბაღებში. სტაჟორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს FinExCoop-ის მიერ 2022 წელს დაგეგმილ ინოვაციებზე (მეტეოროლოგიური სადგურების გამოყენება, ფერომონების გამოყენება, ქიმიური გათხელების გამოყენება). ამ პროგრამის მუშაობა ცხადყოფს, რომ მისი შემდგომი გაფართოება შესაძლებელია სხვა სტაჟორებთან ერთად მათი ინტეგრაციის გზით, ცირკულარული მიგრაციის, ქართულ-ფრანგულ პროგრამაში.

გაუმჯობესებული ტრენინგებითა და მიღებული ცოდნით, FinExCoop-ი დარწმუნებულია, რომ RDA, „Plant the Future“-ის მიერ თანადაფინანსებული მატერიალური ინვესტიციებით, შესანიშნავი შედეგების მიღწევაა შესაძლებელია უახლოეს მომავალში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი სტაჟორი, გეგმავს საკუთარი ბაღის დაარსებას, დანარჩენები კი ქართველი ფერმერების გაუმჯობესებული უნარებითა და ცოდნით მხარდაჭერას გეგმავენ.
 
 
პერსპექტივები

FinExCoop გეგმავს გააგრძელოს ტრენინგები ადგილზე, ასევე სწავლება FAO-სთან ძლიერი კოორდინაციით. FinExCoop-ი ააშენებს მეტეოროლოგიურ სადგურებს და გააძლიერებს სამ ადგილობრივ კოოპერატივს, ფერმერებით, რომლებიც უკვე არიან მომზადებული და მობილიზებული პროექტის მიერ. თითოეული მათგანი ახლა ფუნქციონირებს ერთი კლიმატური სადგურით, ადეკვატური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ რეკომენდაციებს.

კოოპერატივი თავის წევრებს შორის ავრცელებს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა ქიმიური გათხელება და ფერომონების გამოყენება (2021 წლის შემოდგომა-ზამთარი). პროექტი გეგმავს განავითაროს, კოოპერატივების წევრი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის მარკეტინგი, გაიმეოროს ვაშლის სექტორისთვის ის, რაც FinExCoop-მა გააკეთა 2021 წელს კარტოფილის სექტორში (პირდაპირი მარკეტინგი Carrefour-თან და ნებისმიერ სხვა მსხვილ საცალო ვაჭრობასთან).
 
2022 წლის 9-10 ივნისს FinExCoop-მა მოაწყო მეორე საერთაშორისო აგრობიზნესის ონლაინ ფორუმი, რომელიც მიეძღვნა „ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვის მდგომარეობასა და პერსპექტივებს საქართველოში: ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ერთად“.

ორ დღიანმა ონლაინ ფორუმმა მოიცვა 5 განსხვავებული სესია, მათ შორის, ზოგადი გარემო, გარემოს გაუმჯობესება საქართველოში ვაშლის თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვში ინვესტიციებისთვის, FinExCoop-ის სტრატეგიული მუშაობა ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვში, ქართული ვაშლის წარმოება, ევროკავშირის მწვანე შეთანხმების საუკეთესო სტანდარტებით. მეტი ღირებულების მინიჭება ქართული ვაშლისთვის. ფორუმს 65-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ ერთმანეთს გაუზიარეს პერსპექტივები ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესების შესახებ საქართველოში. აშკარაა, რომ ჩნდება უაღრესად მოტივირებული წამყვანი ფერმერების ახალი ჯგუფი, ბევრად გაუმჯობესებული ცოდნით და ტექნიკური შესაძლებლობებით.
FinExCoop-ის გუნდმა მოამზადა ვიდეოფილმი FinExCoop-ის პილოტი ფერმერების შესახებ ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვში, კერძოდ, "მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ვაშლის სფეროში მომუშავე მოწინავე ფერმერები საქართველოში", ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეო ბმულზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა შინაარსის პრეზენტაციები, ქართველი და საერთაშორისო მომხსენებლების მიერ. მომხსენებელთა პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ონლაინ ბმულის საშუალებით.

finexcoop.ge/mailing/2022mayweb1/Slides.pdf
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტთან მომუშავე ფერმერების პრეზენტაციებს, რომლებმაც მიიღეს სარგებელი ერთობლივი მუშაობით, კერძოდ, ბ-ნ ზურაბ გოჯიაშვილს, ფერმერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთიდან. ბატონმა ზურაბმა ისაუბრა მისი გამოცდილების შესახებ ვაშლის ბაღებში და აღნიშნა, რომ FinExCoop საქათველო-მ და მისმა მრჩეველმა ბ-ნ მარკ ლანსიენმა დანერგეს განსხვავებული მიდგომა და, რომ მათ აქვთ მუდმივი დიალოგი, რამაც გააუმჯობესა უკუკავშირი და ურთიერთნდობა მრჩეველსა და კომპანიის მენეჯერებს შორის. მათ ახლა დაარეგისტრირეს თავიანთი მეტეოროლოგიური სადგური RimPro-სთან ერთად და ცდილობენ მავნებლების მართვა შემდეგი საფეხურით აამაღლონ.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ბატონმა ზურაბმა იმედი გამოთქვა, რომ გააუმჯობესებს მისი პროდუქციის ხარისხს ცივად შენახვის პირობებს, რათა ბაზრის პერიოდი გაგრძელდეს მაისამდე და ასევე გაამყარებს თანამშრომლობას სხვა ფერმერებთან, რადგან საერთაშორისო მყიდველების მოთხოვნას მიაღწიოს.

ფორუმი დასრულდა მეტი და უკეთესი ხარისხის ვაშლის წარმოებისა და ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის გზების მოძიებაზე საუბრით. AFD-მ გამოხატა ინტერესი ითამაშოს როლი სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც FinExCoop შემოგვთავაზებს ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვის ფორუმის დასკვნების საფუძველზე.

ფორუმის მეორე დღის, მეორე ნახევარში, მონაწილეებმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი მეტეოსადგური დაათვალიერეს. ვიზიტი სოფელ სკრაში, ბატონი მირიან ოქროშიაშვილის ვაშლის ბაღში შედგა, რომელიც მიეძღვნა ვაშლის ბაღებს, მეტეო სადგურს და ვაშლის მარკეტინგს შიდა ქართლში, ასევე კოოპერატივის მომავალ განვითარებას, რომელიც იყენებს მავნებლების მართვის საუკეთესო პრაქტიკას ევროკავშირიდან.

საველე ვიზიტი იყო შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის (ელჩები, განვითარების ინსტიტუტების ხელმძღვანელები) და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობოდნენ საქართველოს ბაღებში სტრატეგიულად მიღწეულ პროგრესს.

მონაცემთა შეგროვებისა და მეტეოროლოგიური სადგურების ეფექტური გამოყენების მხარდასაჭერად, პროექტმა შექმნა WhatsApp ჯგუფები, სადაც სამი საპილოტე პროგრამის ფერმერები გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ ერთმანთს. FinExCoop-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მუდმივ კავშირში არიან ფერმერებთან და უზრუნველყოფენ ონლაინ კონსულტაციებსა და დიალოგებს, ფერმერებში ნდობის გასამყარებლად და ვაშლის ბაღების მართვაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 599 30 57 58. ასევე, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ჩვენს ფეისბუქ გვერდს. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენსგამოხმაურებას.
 
 
  „ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია FinExCoop-ი და შესაძლებელია იგი არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს“.  
 
 
იხილეთ ბრაუზერში გამოწერაზე უარის თქმა