საპილოტე პლატფორმები და წარმატების ისტორიები

საპილოტე განვითარების პლატფორმები

FinExCoop აზიარებს საუკეთესო პრაქტიკის რძის ფერმა პირუტყვის საკვების რაციონი. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ არხილოსკალოში, მეცხოველეობa არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო საშუალო ოჯახისათვის. ყველაზე გავრცელებული არხი გაყიდვების არის რძის ჩაბარება რძის შემკრებ ცენტრებში, რომელიც ფერმერებს უხდის კვირაში ან ზოგ შემთხვევაში თვეში ერთხელ. არხილოსკალოს მოსახლეობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებაში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი გამოწვევა არის ძალიან დაბალი პროდუქტიულობის მქონე პირუტყვი, ადგილობრივი ჯიშები მხოლოდ 6-7 ლიტრ რძეს აძლევენ დღეში საშუალოდ გლეხს. ეს ძირითადად გამოწვეულია ძველი ტექნიკის გამოყენებისა და საკვების კულტურების წარმოების მოძველებული მეთოდების გამოყენებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, FinExCoop-ის ექსპერტებმა პირველად გააცნეს არხილოსკალოს ახალი ჯიშის კულტურები, რომელიც განსაკუთრებით ეფეკტურია ისეთ ადგილებში სადაც არ არის სარწყავი სისტემა და მხოლოდ წვიმით იღებს წყალს მიწა. ადგილობრივ ფერმერებს FinExCoop-მა ასევე გააცნო ახალი ჯიშები რომლებიც დაემხარება საქონელს პროდუქტიზაციის მომატებაში. მათ შორის არის ნარევი ტრიტიკალის, ზამთრის საკვები ბარდა, ზამთრის ვეტექი, და სხვადასხვა სახეობის სამყურა. თესლი გააუმჯობესებს ფერმებში არსებული დიეტური რეჟიმების ეფექტურობას და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ზრდას, რეპროდუქციას, ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდას. ეს არის ასევე ფინანსურა უფრო ეპექტური რაგამც მათ აქვთ დიდი მოსავლიანობა რაც ძალზე მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. ექსპერიმენტული თესლი ნიკოლოზ ბენიანიძის ფერმაში დაირგო. ნიკოლოზ ბენიანიძე შირაქი + – ის მფლობელია და რძის პროდუქტების მსხვილი მწარმოებელია, რომლის რეალიზებაც ხდება საქართველოში ყველაზე მსხვილ ჰიპერმარკეტებში, აგროჰაბსა და კარფურში, ასევე რეალიზება ხდება შედარებით პატარა სუპერმარკეტების ქსელებში, როგორიცაა ნიკორა და მისი ფილიალები. FinExCoop-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივ ფერმერებთან და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრთან ერთად ესწრებოდნენ დათესვის პროცესს და აწვდიდნენ ტექნიკურ დახმარებას ფერმერებს. FinExCoop-ის საერთაშორისო და ადგილობრივი გუნდი ჩაატარებს ტრეინინგებს დემო ნაკვეთზე ადგილობრივი ფერმერების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრთან ერთად (ICC). დემო ნაკვეთი გამოყენებული იქნება დემონსტრაციისთვის ახალი თანამედროვე გზების გამოყენებით საკვების წარმოება და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა. FinExCoop-ის მიზანია გაზარდოს ცოდნა და პრაქტიკა ახალ თანამედროვე კულტურების და ტექნოლოგიების შესახებ, რაც გაზრდის რეგიონში რძის მეურნეობისა ეფექტურობას. FinExCoop-ის მიდგომა ასევე დაეხმარება ფერმერებს გაზარდონ თავიანთი საბაზრო წილი უკეთესი პროდუქტიულობით. 4-წლიანი პროექტი ” ფინანსებისა და გაფართოებისა და კოოპერატივების განვითარება საქართველოს ფერმერებისთვის (FinExCoop Georgia)”, რომლის საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს შეადგენს, მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მცირე ფერმერებისა და კოოპერატივებისთვის საქართველოში..